arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ირაკლი ჯავახაძე
ირაკლი ჯავახაძე

დაიბადა 1968 წელს თბილისში. 1990 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში. 2005 წელს რედაქტორობდა ლიტერატურულ გაზეთ პარნასს. 2009 წლიდან არის ლიტერატურული გაზეთის რედაქტორი.

 

ავტორია წიგნებისა: პირველი (1997), შავი სიის კავალერები (1998; 2014), ალაბამა, ალაბამა, ალაბამა... (1999), კავალერები (2002), ობლიგაცია (2006), სამი ძველი მოთხრობა (2010). წიგნად გამოსულია მის მიერ თარგმნილი სერგეი დოვლატოვის რომანი ჩემოდანი (2008).

 

1999 წელს საქართველოს რადიოში ირაკლი ჯავახაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ლევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი შავი სიის კავალერები; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსორმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი.

ავტორის წიგნები
ვრცლად