arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
მარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური
დაიბადა 1980 წელს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. 
 
მარიამ წიკლაურის ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ ენებზე. 
 
გამოცემული აქვს წიგნები: დედის ნამღერი ლექსი (საბავშვო წიგნი, 1997), შეხვედრა (2000), შემომძახიან ლექსები (2001), მეფარნე (2009), ნატვრისთვლო მზისაო (2009), ნანინები (აუდიო-დისკით, 2009), თეთრი ხბორები (2010), მარადისობის რიტუალი (2012), ქართული ანბანი (2013), მზის დაუჯდომელი (2014), 100 ლექსი (2014), დღეისდღე (ჩანაწერები, 2015).
 
მაია კაკაშვილთან ერთად ახალბერძნულიდან თარგმნა ბერძენი ნობელიანტი პოეტების – გიორგოს სეფერისის შემობრუნება და ოდისეას ელიტისის შვიდი დღე მარადისობისთვის.
 
2011 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია გალა ნომინაციაში წლის საუკეთესო წიგნი კრებულისთვის – თეთრი ხბორები.
ავტორის წიგნები
ვრცლად