arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე

მწერალი, რომანისტი, პოეტი, დრამატურგი. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

 

გამოცემული აქვს: პოეტური კრებულები – მატარებლები და მგზავრები (1959), თიხის ფირფიტები (1963), რკინის საწოლი (1965), სინათლის წელიწადი (პოემა, 1967), ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით (1968), ცხრა პოემა (1969), გულის მეორე მხარე (1974), გახსოვდეს სიცოცხლე (1984), ლექსები (1987), მზე დეკემბერში (1999), კიბე (2002).

 

რომანები – გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (1973), ყოველმან ჩემმან მპოვნელმან (1976), რკინის თეატრი (რომანი, 1981), მარტის მამალი (1987), აველუმი (1995), გოდორი (2003).

 

წერილების, ესეებისა და ინტერვიუების კრებული ბედნიერი ტანჯული (2003), პიესების წიგნი – წათეს წითელი წაღები (2007)

 

მიღებული აქვს სახელმწიფო (1993), ილია ჭავჭავაძის (1997) და შოთა რუსთაველის სახელობის (1983) პრემიები. 2003 წელს მიიღო საბა წლის საუკეთესო რომანისთვის გოდორი.

 

1998 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. ოთარ ჭილაძის რომანები ნათარგმნია ინგლისურად, რუსულად, ესტონურად, სერბულად, ფრანგულად, დანიურად, გერმანულად, ბულგარულად, უნგრულად, ჩეხურად, სლოვაკურად, ესპანურად.

 

ოთარ ჭილაძის გარდაცვალების შემდეგ ინტელექტმა გამოსცა მწერლის ოთხი წიგნი: 100 ლექსი, წერილებისა და ინტერვიუების კრებული წინ მარადისობაა!, დიალოგების კრებული ღრუბელი და ცა მიწიდან იწყება (გამოუქვეყნებელი ჩანაწერები).

 

2012 და 2013 წლებში ინგლისში გამოიცა დონალდ რეიფილდის მიერ თარგმნილი ოთარ ჭილაძის ორი რომანი – გზაზე ერთი კაცი მიდიოდა და აველუმი.

ავტორის წიგნები
ვრცლად