arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული

დაიბადა 1939 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური ქმნილება გამოჩნდა 1954 წელს. მუშაობდა ლიტერატურულ ჟურნალ მნათობში, იყო გამომცემლობა ნაკადულის დირექტორი 1998-2002 წლებში.

 

ავტორია ოცზე მეტი პოეტური კრებულის და ორი პროზაული წიგნისა – ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის და სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა

 

ინტელექტმა გამოსცა მწერლის შვიდი წიგნი: პოეტური კრებულები – 100 ლექსი,მთავარი გამთამაშებელილექსები, პოემები 1954–2005ლექსები 2003 – 2013ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს; პროზაული კრებული – თარგმანი ამერიკულიდან და გრაფიკული რომანი – რძის ფოსტა.

 

მისი პოეზია ითარგმნა და გამოიცა გერმანულ, ჰოლანდიურ, იტალიურ, ჩეხურ, უნგრულ, რუსულ, ბულგარულ და ფრანგულ ენებზე. ხოლო 2010 წელს მისი პოემის ფრანგული თარგმანი წიგნი ამბა ბესარიონისა გამოიცა საფრანგეთში.

 

მიღებული აქვს სახელმწიფო პრემია (1992), რუსთაველის პრემია (2002), ლიტერატურული პრემია საბა (2004), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2010), პრემია გალა (2012). ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2015), 2011 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.

ავტორის წიგნები
ვრცლად