arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ოქტაი ქაზუმოვი
ოქტაი ქაზუმოვი

დაიბადა 1984 წლის 29 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. დაამთავრა თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი. 2005 წლიდან დღემდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პერიოდულად შემუშავებული პროექტების ფარგლებში აზერბაიჯანულად თარგმნის სასკოლო და სასწავლო მეთოდოლოგიურ წიგნებს.

 

თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: მირზა ფათალი ახუნდზადეს პიესა – ბოტანიკოს მუსიე ჟორდანისა და ჯადოქარ მასთალი შაჰის ამბავი (ინტელექტი), ვაჟა-ფშაველას პოემა გოგოთურ და აფშინა (დიოგენე), აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, ქართული პოეზია აზერბაიჯანულად თარგმანი  (კავკასიური სახლი), ულვი ბუნიადზადეს პოემა სიცოცხლის გზა (კავკასიური სახლი).

 

არის პუბლიცისტური კრებულის 129 გვერდი ლიტერატურაზე ავტორი (ინტელექტი).

 

მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახელობის ფულადი პრემია. არის მწერალ ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდიანტი.

ავტორის წიგნები
ვრცლად