arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ზვიად კვარაცხელია
ზვიად კვარაცხელია

დაიბადა 1986 წელს. 2005-2008 წლებში სწავლობდა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

2007-2008 წლებში იყო საზოგადოებრივ ჟურნალ პრემიერის არტ რედაქტორი, 2010-2011 წლებში – ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორის მოადგილე. 2010 წლიდან გამომცემლობა ინტელექტისა და გამომცემლობა არტანუჯის საგამომცემლო პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორია. 2013 წლის იანვრიდან არის ინტერნეტგაზეთ Mastsavlebeli.ge-ს ბლოგერი.

 

გამოქვეყნებული აქვს ნოველები, მინიატურები და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებები ლიტერატურულ პერიოდიკაში (მნათობი, ცისკარი, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურული გაზეთი, ქართული მწერლობა, ლიტერატურა და ხელოვნება, პრემიერი, Weekend). წიგნები: მარჯვე ნა (2005 წ.), ქარაგმა (2006 წ.), ჰაე (2008 წ.), ილია სამეგრელოში (2009 წ.), ყიფლიბანდი (2011 წ.), ფორმა N100 (2013 წ.).
 

ავტორი და ხელმძღვანელია შემდეგი საგამომცემლო პროექტებისა: ჩანაწერები, ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი, უცნობი გრიგოლ რობაქიძე, იონა მეუნარგიას ხუთტომეული, ფეხბურთელების ავტობიოგრაფიები.

 

2014 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში წიგნისათვის ფორმა N100.

 

2016 წელს ზვიად კვარაცხელიას რომანი ფორმა N100 გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე.