arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

დაიბადა 1986 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით, 2009 წელს კი მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით – განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება.

 

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 2008 წელს ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ელფის რედაქტორად, მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტუტის რედაქტორად და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. ამჟამად გამომცემლობების ინტელექტისა და არტანუჯის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციალური მედიის მენეჯერია და ასევე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.

 

ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს: სოლ ბელოუს მისტერ სამლერის პლანეტა (ინტელექტი, 2012), ჯონ ლენონის როგორც მეწერება (არტანუჯი, 2012), ანა პოლიტკოვსკაიას პუტინის რუსეთი (არტანუჯი, 2013);

 

არის ორი საბავშვო წიგნის ავტორი: 5 ბავშვი - 5 თბილისი (ელფი, 2009) და კოლოფი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011);

 

2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პოეტური კრებული კარდიოგრამ, ხოლო 2013 წელს პირველი რომანი Check-In.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად