arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დაიბადა 1988 წელს, თბილისში. 2009 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 2011 წელს დაამთავრა იგივე უნივერსიტეტის ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით. არის საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში რა? სად? როდის?.

 

მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის ალუბლობას მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში. იყო პოეტური ჯგუფის ვარდისფერი ავტობუსის ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე არის სამი პერსონალური პოეტური კრებულის: ლურჯი, პოლი პოლაკი და გამჭვირვალეს ავტორი. გარდა პოეტური მოღვაწეობისა, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს აქვს დაწერილი რამდენიმე სცენარი კინოფილმებისთვის და ასევე რამდენიმე თეატრალური პიესა, რომლებიც სხვადასხვა დროს დადგმულა ქართული თეატრების სცენებზე. თანამედროვე დროს არის ორი ტელეგადაცემის (სარჩევიტვ 11-ზე და მაესტროს შუადღეტვ მაესტროზე) და ერთი რადიოგადაცემის (ჰიტების გალერეა – რადიო ფორტუნაზე) ავტორი და წამყვანი. მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში 15 საუკეთესო მოთხრობა. თავისუფალ დროს წერს მუსიკას.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად