arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
ხორხე ლუის ბორხესი
ხორხე ლუის ბორხესი

არგენტინელი მწერალი და პოეტი, მე-20 საუკუნის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა.

 

დაიბადა 1899 წლის 24 აგვისტოს, არგენტინაში. სწავლობდა ჟენევაში, გარკვეული დრო გაატარა იტალიასა და ესპანეთში. 1921 წელს კი ბუენოს-აირესში დაბრუნდა და მრავალმხრივ კულტურული მოღვაწეობა დაიწყო: დააარსა ჟურნალი, თარგმნა კაფკასა და ფოლკნერის ნაწარმოებები, გამოაქვეყნა ლექსები და ესეები.

 

1930-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მოთხრობებისა და ნოველების წერა. მალევე გამოაქვეყნა მსოფლიო მზაკვრობის ისტორია, რომელმაც მაშინვე გაუთქვა სახელი. ამ პერიოდში გადატანილი სერიოზული ტრავმის შედეგად, ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობა არ შეუწყვეტია.

 

1955 წელს ბორხესი დაინიშნა ბუენოს-აირესის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. 1961 წელს სემუელ ბეკეტთან ერთად აიღო ფორმენტორის პრემია. 1962 წელს მისი ნაწარმოებები პირველად ითარგნა ინგლისურად, 1979 წელს კი დაააჯილდოვეს სერვანტესის პრემიით.

 

ხორხე ლუის ბორხესი ავტორია საქვეყნოდ ცნობილი წიგნებისა: მსოფლიო მზაკვრობის ისტორია (1935), ალეფი (1949), წარმოსახვით არსებებათა წიგნი (1954), ქვიშის წიგნი (1975), შვიდი საღამო (1980) და სხვ.

 

გარდაიცვალა 1986 წელს ჟენევაში.

ავტორის წიგნები
ვრცლად