arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
მამუკა წიკლაური
მამუკა წიკლაური

დაიბადა 1938 წლის 4 აპრილს.

 

მამუკა წიკლაურის პირველი ლექსები  სტუდენტობის წლებში გამოქვეყნდა გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტში. ლექსების პირველი წიგნი რკინის ფესვები კი 1969 წელს გამოვიდა. ამას მოჰყვა ლექსთა კრებული თოვლის ქრიზანთემები (1975), დიდი ფოთოლცვენა (1976), ლექსები (1980), თორღვა ძაგანი (1980), აისბერგი სამხრეთისკენ მიდის (1982), წერილები (1983), ფრენის ტრაექტორია (1985), სტუმარი (1986), 1984 წელს რუსულ ენაზე გამოვიდა მამუკა წიკლაურის ლექსების წიგნი ყინულის ყვავილები, რომელიც გიგა ჭელიძემ თარგმნა.

 

მამუკა წიკლაური სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა საბჭოთა საქართველოში რედაქტორად, ჟურნალ კრიტიკაში – პასუხისმგებელ მდივნად, გამომცემლობა მერანში – ჯერ ქართული ლიტერატურის რედაქციის გამგედ, შემდეგ – მთავარ რედაქტორად, გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში – განყოფილების გამგედ, გაზეთ საქართველოს სამრეკლოში მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

 

გარდაიცვალა 2013 წლის 17 სექტემბერს.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად