arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
ინა არჩუაშვილი
ინა არჩუაშვილი

დაიბადა 1969 წლის 21 ივლისს ყვარელში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში კავკასიონი, ცხელი შოკოლადი, არილი. 1999-2002 წლებში თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

 

2003 წელს გიმნაზიაში მოსწავლეებთან ერთად გამოსცა საბავშვო კრებული ღია გაკვეთილი. 2008 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურა (ცხელი შოკოლადის დამატება), ქართულ მწერლობა, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული გაზეთი. 2010 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული ინო (გამომცემლობა საარი, რედაქტორი მარინე ხუციშვილი).

 

არის ლიტერატურული კონკურსების – Penმარათონი 2010-ის III პრემიისა და რეზო ინანიშვილის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2011 წელს იყო ლიტერატურული პრემია საბას ნომინანტი.

 

2013 წლის ივნისში მიწვეული იყო ლიტვაში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარზე.

 

2014 წელს გამოსცა ნოველების კრებული მას ერქვა ვატანაბე (გამომცემლობა ინტელექტი, რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე).

ავტორის წიგნები
ვრცლად