arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე

დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.

 

ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული სოფლელი ბიჭი გამოქვეყნდა 1960 წელს.

 

ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის რომანები: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1960), მე ვხედავ მზეს (1962), მზიანი ღამე (1967), ნუ გეშინია, დედა! (1971), თეთრი ბაირაღები (1973), მარადისობის კანონი (1978). მისი რომანების მიხედვით გადაღებულია კინო-ფილმებიც: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რეჟისორი თენგიზ აბულაძე), მე ვხედავ მზეს (რეჟ. ლანა ღოღობერიძე), გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ /„ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით/ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).

 

ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული.

 

გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო თბილისში, საბავშვო ქალაქ მზიურში, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად