arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
სოფი ლორენი
სოფი ლორენი

იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, მიღებული აქვს ოსკარი (1961).

 

დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს. 1950-იანი წლების დასასრულს, ლორენს წარმატებული დებიუტი ჰქონდა ჰოლივუდში, როდესაც მან ითამაშა 1957 წლის ფილმებში ბიჭი დელფინზე და სიამაყე და ვნება.

 

Paramount Pictures-სთან კონტრაქტის შემდეგ, ლორენი საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი გახდა. იგი ეპოქის სახელგანთქმული რეჟისორების ფილმებში ყველაზე ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა. ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: სურვილი თელების ქვეშ, მცურავი სახლი, ჰელერი ვიწრო ვარდისფერ სამოსში. 1960 წელს, ლორენმა ითამაშა ვიტორიო დე სიკას წარმატებულ ფილმში ჩოჩარა, რომლისთვისაც ოსკარი მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალი ნომინაციაში. ეს იყო აკადემიის პირველი ჯილდო არაინგლისურენოვანი შესრულებისთვის.

 

1960-იანი წლების განმავლობაში, ლორენი გახდა ყველაზე პოპულარული ქალი მსოფლიოში. 1964 წელს, მან მიაღწია კარიერის მწვერვალს, როდესაც მიიღო მილიონი აშშ დოლარი მთავარი როლისთვის ფილმში რომის იმპერიის დაცემა.

 

1971 წელს გამოიცა მისი წიგნი სიყვარულით სამზარეულოში, სადაც კარგად ჩანს სოფი ლორენი – საუკეთესო მზარეული, ყურადღებიანი, ცნობისმოყვარე და მუდამ ბედნიერი ახალი, ეგზოტიკური, განსაკუთრებული რეცეპტების აღმოჩენით.

ავტორის წიგნები
ვრცლად