arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ფრიდონ ხალვაში
ფრიდონ ხალვაში

დაიბადა 1925 წლის 17 მაისს. 1957 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის, 1959 წელს კი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. 1979 წელს დააჯილდოვეს შოთა რუსთაველის პრემიით.

 

მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულ გზის ქვეყანაში გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: ჭოროხის ხვაშიადი, საყვედური, გენაცვალე, ეს დღე, დარდი, ასი მზე დედის გულისა.

 

2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში (ქედის რაიონი).
 

ავტორის წიგნები
ვრცლად