arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ოთარ  ჩხეიძე
ოთარ ჩხეიძე

დაიბადა 1920 წლის 28 ნოემბერს.1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. 1950-1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და მნათობის, ცისკრის და ლიტერატურული საქართველოს სარედაქციო კოლეგიის წევრი 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.

 

მისი ყველაზე პოპულარული რომანია ბორიაყი (1974), რომელიც საფუძვლად დაედო რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმს ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1985); გასული საუკუნის 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენები მწერალმა ასახა ტრილოგიაში არტისტული გადატრიალება, თეთრი დათვი, ბერმუდის სამკუთხედი.

 

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2005) და ლიტერატურული პრემია საგურამო (2006).

 

გარდაიცვალა 2007 წელს, თბილისში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად