arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
გაგა ნახუცრიშვილი
გაგა ნახუცრიშვილი

დაიბადა 1971 წელს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1993 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. სწავლობდა როთენბურგის (გერმანია) გოეთეს ინსტიტუტში, ხოლო რეკანატიში (იტალია) იკვლევდა ჯაკომო ლეოპარდის.

 

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კითხულობდა ლექციებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ.

 

ავტორია წიგნებისა: უაზრო მგზავრი (1996), სიმარტივე (2000), გამგზავრება და მოლოდინი (2002), უცაბედად (2006), სხვანაირი დრო (2007), გოგო და ევროპა (2009), სტროფი (2012), მუუ (პიესა, თანაავტორი: ზურაბ ქიქოძე, 2012), ჰორიზონტს იქით (2012), ორი ათას 13 (2014), სისულელის ტრაქტატი (2015), ბარნოვის 122 (2016).

 

2003 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

 

მისი ლექსები ნათარგმნია გერმანულ, სლოვენიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და შესულია სხვადასხვა ანთოლოგიაში.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად