arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ნატალია ნადირაშვილი
ნატალია ნადირაშვილი
დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ( გერმანული ენა და ლიტერატურა ).   წლების მანძილზე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად.
 
სტუდენტობის დროიდან მოყოლებული  აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა და ნათარგმნი აქვს შტეფან ჰერმლინის „საღამოს ნათება“ (1991 წ.), თარგმანისთვის მიენიჭა რეზო (ბუბა) ყარალაშვილის პრემია; პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2006 წ.); ჰაინრიხ თეოდორ ველეს „მოგზაურობა საქართველოში”, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2010 წ.); გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლი“, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); ოლივერ კანის „ნომერი პირველი“, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); ელიას კანეტის მარაკეშის ხმები, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); რუდოლფ ოიკენის ჩემი ცხოვრების ამბავი, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2014 წ.); ნინო ხარატიშვილის ჟუჟა, თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2014 წ.); ჰერტა მიულერის ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა
თანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი (2015 წ.) თომას მანისა და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერათანამთარგმნელი  ეკატერინე რაისნერი) (2016 წ.).
 
გარდა ამისა, ნატალია ნადირაშვილი გახლავთ საბავშვო ნაწარმოებების ავტორიც. ის წერს და საბავშვო ჟურნალებში აქვეყნებს  ლექსებსა და ზღაპრებს. 
 
2015 წელს გამოსცა პირველი საბავშვო კრებული ახალი ძველი ზღაპარი 2016 წელს კი „დევების ზღაპარი“.
 
 
ავტორის წიგნები
ვრცლად