arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ირაკლი ჩარკვიანი
ირაკლი ჩარკვიანი

ქართველი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში ცნობილი იყო ფსევდონიმით მეფე.

 

დაიბადა 1961 წლის 19 ნოემბერს.

 

მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი  ტაქსი.

 

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი პროექტები იყო: ელექტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children’s Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992), აირა (1997) – პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა.

 

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა War is Over – მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

 

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი.

 

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. ირაკლი ჩარკვიანის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. 2004 წელს გამოიცა ალბომი სავსე, მისი გარდაცვალების შემდეგ ინტელექტმა გამოსცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი მშვიდი ცურვა, საავტორო სვეტები. ინტერვიუები, პირადი წერილები და ავტოპორტრეტი.

 

გარდაიცვალა 2006 წლის 24 თებერვალს.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად