arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
შოთა იათაშვილი
შოთა იათაშვილი
დაიბადა 1966 წელს.
 
ავტორია 10 პოეტური და 4 პროზაული კრებულის, წიგნად აქვს გამოცემული ლიტერატურული წერილები, თარგმნის ამერიკულ და თანამედროვე რუსულ პოეზიას. მისი ბოლო პოეტური კრებული „პოეტური გამოცდილების სიმწარე“ „ინტელექტმა“ 2015 წელს გამოსცა.
 
ლაურეატია პრემიისა „საბა“ ნომინაციებში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (2007) და წლის საუკეთესო კრიტიკა (2011), აგრეთვე საერთაშორისო პრემიისა "Киевские лавры" (2009).
 
მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, პოლონურ, ჩინურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ფინურ, თურქულ, ალბანურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
 
მონაწილეა საერთაშორისო პოეტური ფესტივალების: EST-OUEST (საფრანგეთი, დი, 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA  (ტალინი, 2008), „პოეზიის დღეები“ (რიგა, 2008), «Киевские лавры» (კიევი, 2009, 2011, 2013), შავი ზღვის აუზის ქვეყნების I პოეტური ფესტივალი (თურქეთი, ორდუ, 2010), BIPVAL (პოეტური ბიენალე, ვალ-დე მარნი, საფრანგეთი, 2011), „პოეტების დრო“ (ლუბლინი, 2013), „სიჩუანის აბრეშუმის გზის პოეტური კვირეული“ (ჩინეთი, 2016), „საავტორო კითხვების კვირეული“ (ბრნო-ვროცლავი-ოსტრავა-კოშიცე-ლვოვი, 2017) და სხვ.
 
არის ჟურნალ „ახალი საუნჯის“ მთავარი რედაქტორი და რადიო თავისუფლების რუბრიკა „ბიბლიოთეკის“ წამყვანი.