arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
სალომე ბენიძე
სალომე ბენიძე

დაიბადა 1986 წლის 12 ნოემბერს, ქუთაისში. 2003-2007 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი). სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით (ბაკალავრიატი) და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით (მაგისტრისტრატურა).
მუშაობდა და დღემდე მუშაობს საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე მასმედიაში. არის არაერთი საერთაშორისო კონფერენცის მონაწილე.

 

გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი ორი პოეტური კრებული: მოხსენებითი ბარათი (2011), ამბავი უძინართა (2013). თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი ჩემი მხრიდან, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი ოქროს გალია.

 

2012 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში (კრებულისთვის მოხსენებითი ბარათი, გამომცემლობა ინტელექტი, 2011)
 

ავტორის წიგნები
ვრცლად