arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
ირაკლი ლომოური
ირაკლი ლომოური

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. 1989-1991 წლებში მუშაობდა – გაზეთების საქართველო და თავისუფალი საქართველო რედაქციებში. 1992-1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს აკადემიასა და სემინარიაში.

 

იყო ჟურნალ დილას დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი. 1999-2004 წლებში – ჟურნალ ომეგასა და ლიტერატურული გაზეთის – ჩვენი მწერლობის თანამშრომელი.

 

გამოცემული აქვს წიგნები: შემთხვევა (მოთხრობები, ზღაპრები, პიესები), ექსლიბრისი (მოთხრობები), სიტყვაკაზმული კაქტუსი, მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში (დეტექტური რომანი), ქალაქ ტფილისის მარკა, ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში (დეტექტური რომანი), 33 სახალისო რითმოცანა (ლექსები), პარალელური საქართველოს ქრონიკები (ნოველა), ავტონეკროლოგი (გამოკრებილი), რას ქადაგებს სამი მსოფლიო რელიგია (სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი), ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, უფრო კი მის მდივან-რეფერენტს (და სხვა წერილები); პარიზელი ქალი (მოთხრობები), მოგზაურობა ოლიმპეთში (ენციკლოპედიური საკითხავი წიგნი ყმაწვილთათვის).
 

 

ავტორის წიგნები
ვრცლად