arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

დაიბადა 1951 წლის 23 ნოემბერს, 1975 წელს დაამთავრა აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ რიწის მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა მერანის აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. სისტემატურად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო შეხვედრებში. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

 

1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები შავი ზღვის ოკეანე, სოხუმში დაბრუნება და პრეზიდენტის კატა, ასევე მისი პიესა ზღვა, რომელიც შორია, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად