arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
გაბრიელ ტანიე
გაბრიელ ტანიე

გაბრიელ ტანიე სოსო გაჩავას ლიტერატურული ფსევდონიმია.

 

დაიბადა 1971 წელს. პროფესიით კინორეჟისორია. წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას)  საქართველოსთვის სტრატეგიულად  ძალიან  მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში –  სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში.

 

საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით  სხვადასხვა დროს აღადგინეს  3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც  კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა  რუსეთ-ჩეჩნეთის ომში.

 

მამა იოსებ გაჩავა ბოლო ორი  წელია ცხოვრობს პრაღაში და  მსახურობს ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.

 

მისი სადებიუტო რომანი „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

ავტორის წიგნები
ვრცლად