arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
დათო გორგილაძე
დათო გორგილაძე
დაიბადა 1990 წელს თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. არის ამავე უნივერსიტეტის „მედიისა და ახალი ტექნოლოგიების“ მაგისტრი.
 
 
გარდა სამწერლო საქმიანობისა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის მთავარი გადაცემის ტელეწამყვანია. ასევე საქმიანობს კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. არის ცნობილი ქართული საგანმანათლებლო ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ის ექსპერტ-ბლოგერი. საკუთარ ტექსტებში ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თემებს ეხება. ასევე წერს პორტრეტებს მისთვის საინტერესო და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებზე.
 
 
არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 
 
 
2018 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი მოთხრობების წიგნი ღმერთი სამსახურშია, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად.
ავტორის წიგნები
ვრცლად