arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
მაკა ჯოხაძე
მაკა ჯოხაძე

დაიბადა 1948 წელს, თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

 

1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის მშფოთვარე ძილის ხეობებში.

 

1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) ჩვენი მწერლობის ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია. 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია საგურამო კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტების წიგნისათვის სამოთხე უსიყვარულოდ.

 

გამოცემული აქვს წიგნები: გურამ-გურამ /მოთხრობები/ (1976), გადარჩენილი პეიზაჟი /მოთხრობები/ (1984), შეხვედრა /მოთხრობები/ (1985), ჩემი დავით კლდიაშვილი /მონოგრაფია/ (1995, 2012), მარადიული ბალაგანი /რომანი/ (1997), მზერის გადანაცვლება /წერილები, ესეები/ (1988), გამარჯვება შიშზე /ესეისტურ-პუბლიცისტური წერილები/ (1999), სამოთხე უსიყვარულოდ /კრიტიკული წერილების, ესეებისა და ლიტერატურული პორტრეტები/ (2010), მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები /რომანი/ (2013), ჩაძირული დღესასწაული /ჩანაწერები/ (2013).  
 

ავტორის წიგნები
ვრცლად