arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
თომას მანი
თომას მანი

დაიბადა 1875 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ ლიუბეკში.

 

1894 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველა დაცემული ქალი, რომელმაც ახალგაზრდა მწერალს პირველი წარმატება მოუტანა. მოთხრობების პირველ კრებულს პატარა ბატონი ფრიდემანი მოჰყვა მისი პირველი მნიშნელოვანი რომანი ბუდენბროკები, რომელზეც მუშაობა თომას მანმა ჯერ კიდევ იტალიაში ყოფნისას დაიწყო. რომანმა 26 წლის მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა, ხოლო ოცდარვა წლის შემდეგ ამ რომანისათვის მიანიჭეს ნობელის პრემია.

 

ბუდენბროკების შემდეგ გამოდის მოთხრობების კრებული ტრისტანი (1903 წ.), რომლის ერთ-ერთი საუკეთესო თხზულებაა ტონიო კროგერი. 1911 წელს იწერებოდა მისი რომანი „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“, 1912-1924 წლებში რომანი ჯადოსნური მთა, 1933-1943 წლებში კი ტეტრალოგია იოსები და ძმანი მისნი. 1947 წელს გამოდის თომას მანის რომანი დოქტორ ფაუსტუსი. 1954 წელს გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი ნოველა შავი გედი.

 

ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ თომას მანის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა. 1936 წელს თომას მანმა ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1939 წელს აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთად პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა.

 

1955 წლის 12 აგვისტოს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.

 

ავტორის წიგნები
ვრცლად