arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ავტორი
რაბინდრანათ თაგორი
რაბინდრანათ თაგორი

ბენგალიური ლიტერატურის კლასიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი, ინდოეთისა და ბანგლადეშის ჰიმნების ავტორი.

 

დაიბადა 1861 წლის 7 მაისს. ეკუთვნოდა ბენგალიელ ბრაჰმანთა ოჯახს, ანუ უმაღლესი სასულიერო კასტის წარმომადგენელი იყო. ბავშვობიდან გაეცნო სანსკრიტულ ტექსტებს – უპანაშიდების, ბჰაგავატგიტას საგალობლებს, რამაიანას და სხვა. ოჯახში უფროსი ძმები ლიტერატურულ საღამოებს მართავდნენ. 1875 წლიდან ბეჭდავდა წერილებს და ლექსებს. თექვსმეტი წლის ასაკში უკვე წერდა ნოველებს და დრამებს და თანამშრომლობდა ჟურნალ ბჰარატისთან.

 

1913 წელს აზიელ მწერალთაგან პირველს, რაბინდრანათ თაგორს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ძალიან ღრმა, მგრძნობიარე, ორიგინალური და შესანიშნავი ლექსებისათვის, რომლებშიც დიდი ოსტატობითაა გადმოცემული მისი პოეტური აზროვნება, რომელიც, ავტორის თქმით, გახდა დასავლური ლიტერატურის ნაწილი.

 

რაბინდრანათ თაგორი გარდაიცვალა 1941 წლის 7 აგვისტოს.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად