arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
სინკლერ ლუისი
სინკლერ ლუისი

დაიბადა 1885 წლის 7 თებერვალს, იმ პერიოდისათვის ახლად აშენებულ ქალაქ სოკ-სენტრში (მინესოტას შტატი).

 

პირველი რომანი ჩვენი მისტერ რენი გამოქვეყნდა 1914 წელს და მკითხველის დიდი ყურადღება გამოიწვია. 1916 წლის შემოდგომაზე გაიცნო დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი, რომელსაც იმ პერიოდში შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა. ჯეკ ლონდონმა გადაწყვიტა და შეიძინა მისგან სიუჟეტები ახალი რომანისათვის მკვლელობების ბიურო, ამ სიუჟეტებში აღებული თანხით კი მხოლოდ ერთი პალტოს შეძენა შეიძლებოდა. ჯეკ ლონდონი მალევე  გარდაიცვალა და ეს რომანი რობერტ ფიშმა დაასრულა.

 

1920 წელს ლუისმა გამოაქვეყნა  რომანი მთავარი ქუჩა, 1925 წელს რომანი ეროუსმიტი, 1926 წელს – ხაფანგი და ასე შემდეგ. 1930 წელს იგი ხდება პირველი ამერიკელი მწერალი, რომელსაც მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. ამის შემდეგ მწერალმა კიდევ ცხრა რომანი დაწერა, თუმცა მათ ისეთი დიდი წარმატებები აღარ მოუტანიათ მისთვის.

 

სინკლერ ლუისი გარდაიცვალა 1951 წლის 10 იანვარს რომში, გულის შეტევით.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად