arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ნოდარ  წულეისკირი
ნოდარ წულეისკირი

დაიბადა 1932 წლის 5 მარტს. 1955 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად, ჟურნალ დილას პასუხისმგებელ მდივნად, ცისკრის, მნათობის განყოფილების გამგედ. 1990 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ამავე წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად.

 

1991 წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 19 მარტამდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
არის არაერთი რომანის, მოთხრობის, სცენარის ავტორი. მისი ცალკეული   ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 2008 წელს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის პრემია.

 

1992 წლიდან, თბილისიდან წასვლის შემდეგ, მუშაობდა სოფ. წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად