arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ავტორი
ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე

დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს, ქუთაისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა სახელგამში მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად. 1980 წლიდან კი გამომცემლობა საქართველოს მთავარი რედაქტორია.

 

ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: საყვარელი ქარები (1959), ნაწვიმარი ქუჩები (1962), ათასი მზე (1968), მეშვიდე (1974), წეროების სამკუთხედი (1978), შედარება (1980), და ასე შემდეგ (1983), მომიკითხე ზღვა (1988), მე შენ გეტყვი (1989), 2002 სტრიქონი (2002), ვახტანგური (2012), უცნობი (1988, 2002, 2007, 2013), ელეგია (2017).

 

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია – გალა (2008) ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი წიგნისათვის უცნობი, ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ლიტერატურული პრემია ლიტერა (2017) ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული წიგნისთვის ელეგია.

 

ინტელექტმა გამოსცა ვახტანგ ჯავახაძის 100 ლექსი (2008), ჩანაწერების წიგნი – ლექსიდან ლექსამდე (2010), უცნობის მეოთხე, საბოლოო ვარიანტი (2013) და პოეტური კრებული – ელეგია.

ავტორის წიგნები
ვრცლად