arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
წიგნი
100 ლექსი
100 ლექსი
ISBN:
978-9941-440-24-3
კატეგორია:
100 ლექსი
გვერდები:
100
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
5.40


ალექსანდრე საჯაიას ლექსების წიგნს რომ ვკითხულობთ, ჩვენ არ მოგვინდება კრიტიკოსის ან ლიტერატურის ისტორიკოსის თვალითა და ხელით დავალაგოთ, გავაანალიზოთ ახალგაზრდა პოეტის შემოქმედება, თემატური დიფერენციაცია მოვახდინოთ, პარალელები მოვუძებნოთ ქართულ ან მსოფლიო ლიტერატურაში, თავისი ადგილი მივუჩინოთ, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე. ეს პატარა წიგნი, პირველივე ლექსიდან დაწყებული ბოლო ლექსამდე – ერთი ამღერებაა, თითქოს ერთი სუნთქვით არის დაწერილი და, იმისდა მიუხედავად, იცნობდა თუ არა მკითხველი პირადად წიგნის შემქმნელს, არ შეიძლება მაინც არ იგრძნოს ავტორის შინაგანი სისპეტაკე, ის პატიოსანი, უშუალო და წრფელი დამოკიდებულება ცალკეული მოვლენებისა თუ საერთოდ მთელი ცხოვრების მიმართ, რაც მას ახასიათებდა როგორც ადამიანს.