arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
ნაპრალი
ნაპრალი
ISBN:
978-9941-402-82-1
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
238
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
8.95


ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ

 

ინგლისელმა მწერალმა დორის ლესინგმა რომანი ნაპრალი ნობელის პრემიის მიღებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა. ამ წიგნის შექმნა მწერალს შთააგონა სამეცნიერო სტატიამ, რომელშიც გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ პირველი სახეობა ადამიანისა დედაკაცია, მამაკაცი კი ბევრად უფრო გვიან მოსულა ამქვეყნად. ამ ისტორიაში, სადაც მწერალი ასახავს ჩვენს ძველთაძველ წინაპრებს, გვიხატავს პირველი დედაკაცების ანუ „ნაპრალოსნების“ მცონარე სამყაროს, რომლებიც უქმად ატარებენ დღეებს ზღვის სანაპიროზე, ტალღებში ნებივრობენ და, მზეს მიფიცხებულნი და ლოდებზე გაწოლილნი, განცხრომას ეძლევიან.

 

წიგნში მითოსური სამყაროა აღწერილი, რომლისთვისაც უცხოა შუღლი, ინტრიგები და ეჭვიანობა. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ერთ მდედრს ძალზე უცნაური ახალშობილი გაუჩნდება... სამყაროს ხელახალი შეცნობა და კონფლიქტი სწორედ ამ შემთხვევიდან იწყება.

 


ავტორის წიგნები
ვრცლად