arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
ლექციები 1901–1960
ლექციები 1901–1960
ISBN:
978-9941-430-64-0
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
254
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
8.95


ნობელის პრემიის ისტორია მეოცე საუკუნის ისტორიის თანამდევია, ამიტომაც ვფიქრობთ, საუკუნის მახასიათებლად უსათუოდ გამოდგება ამ ჯილდოს ლაურეატთა ლექციები. ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში ლექცია წაიკითხოს. გამოცემა სრულად აერთიანებს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ლექციებს. მათი გარკვეული ნაწილი პერიოდულად ქვეყნდებოდა ჟურნალებში არილი, საუნჯე, საგურამო, ჩვენი მწერლობა, ქართული მწერლობა, ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი. უმეტესობა კი საგანგებოდ ითარგმნა ამ სერიისთვის და პირველად ქვეყნდება ქართულ ენაზე.

 

პირველი ტომი, 1901-1960: ბიორნსტიერნე ბიორნსონი, ჰენრიკ სენკევიჩი, რუდოლფ ოიკენი, სელმა ლაგერლოფი, კნუტ ჰამსუნი, ანატოლ ფრანსი, უილიამ ბატლერ იეიტსი, ანრი ბერგსონი, სიგრიტ უნდსეტი, თომას მანი, სინკლერ ლუისი, ივან ბუნინი, ლუიჯი პირანდელო, იუჯინ ო'ნილი, როჟე მარტენ დიუ გარი, პერლ ბაკი, იოჰანეს იენსენი, გაბრიელა მისტრალი, ჰერმან ჰესე, ანდრე ჟიდი, ტომას სტერნზ ელიოტი, უილიამ ფოლკნერი, ბერტრან რასელი, პერ ლაგერკვისტი, ფრანსუა მორიაკი, უინსტონ ჩერჩილი, ერნესტ ჰემინგუეი, ჰალდორ ლაქსნესი, ხუან რამონ ხიმენესი, ალბერ კამიუ, ბორის პასტერნაკი, სალვატორე კვაზიმოდო, სენ-ჟონ პერსი.


 


ავტორის წიგნები
ვრცლად