arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
აფთრები 2
აფთრები 2
ISBN:
978-9941-454-92-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
192
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
7.00


ამ რომანის წერა წლობით გრძელდებოდა. წიგნს ინსულტამდე, მართალია, მძიმე პირობებში, მაგრამ წერაქვში მივუბრუნდი – ვწერდი და ფრაგმენტებს ოჯახის წევრებს ვუკითხავდი.

 

რომანის მეორე ნაწილში ჯეგე ხალდანის ფენომენური შურისძიების მიზეზთა მიზეზებია აღწერილი. შეუპოვარი სვანი, ჯეგე ხალდანი დავუპირისპირე ვარლამ არავიძეს. ჯეგე ხალდანი ყოველთვის იქ გაჩნდება, სადაც ვარლამ არავიძე ითარეშებს: გაჩნდება მის მოსასპობად... რამდენი ვარლამიც იქნება, იმდენი ჯეგე დაიბადება. „შურისძიება სამართლიანობის განვითარებული ინსტინქტია“ – ეს სიტყვები საკმარისად მიმაჩნია ჩემი პერსონაჟის გასამართლებლად.

 

წლობით ჩემმა ავადმყოფობამ ისე განაპირობა, რომ შვილიშვილი ჩამოყალიბდა ჩემი ჩანაფიქრების აღმსრულებლად, რამაც შეგვაძლებინა აფთრების მეორე ნაწილზე ერთად გვემუშავა. ეს მართლაც გააფთრებული რომანია და გულდამშვიდებული ვარ, რომ მისი დასრულება შევძელი. (ავტორის წინასიტყვაობიდან)

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად