arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
მათემატიკა II კლასი
მათემატიკა II კლასი
ISBN:
978-9941-430-39-8
კატეგორია:
მათემატიკა
გვერდები:
216
ფორმატი:
20x28
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


მეცნიერებისა და განათლების ცნობილი მოღვაწეების: გურამ გოგიშვილის, თეიმურაზ ვეფხვაძის, ია მებონიას და ლამარა ქურჩიშვილის გრიფმინიჭებული I – XII კლასების სახელმძღვანელოები მრავალი წელია ნაყოფიერად ემსახურება მოსწავლე ახალგაზრდობის მათემატიკურ განათლებას.

 

ეს წიგნები ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითა და განათლების ექსპერტებთან, პედაგოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით იქმებოდა. სახელმძღვანელოებში პედაგოგიკური მეცნიერების ყველა მიღწევაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ეს წიგნები წარმატებით უძლებს დროით გამოცდას და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობის სახელმძღვანელოებს წარმოადგენს.

 

სახელმძღვანელოსთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მასწავლებლის წიგნი (ISBN 978-9941-430-15-2; 76 გვ. 3 ლარი).

 

მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი ამოცანები დაეხმარება მასწავლებელს დამატებითი დავალებების მისაცემად, დამატებითი მეცადინეობების ჩასატარებლად, მათემატიკური შეჯიბრებებისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად. მასწავლებელმა თავად უნდა აირჩიოს საკითხები, რომელთა შესწავლა მოითხოვს დამატებით ვარჯიშს, მოძებნოს შესაბამისი მასალა ამ კრებულში და გამოიყენოს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.