arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
მათემატიკა VIII კლასი
მათემატიკა VIII კლასი
ISBN:
978-9941-439-35-3
კატეგორია:
მათემატიკა
გვერდები:
340
ფორმატი:
20x28
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


მეცნიერებისა და განათლების ცნობილი მოღვაწეების: გურამ გოგიშვილის, თეიმურაზ ვეფხვაძის, ია მებონიას და ლამარა ქურჩიშვილის გრიფმინიჭებული I – XII კლასების სახელმძღვანელოები მრავალი წელია ნაყოფიერად ემსახურება მოსწავლე ახალგაზრდობის მათემატიკურ განათლებას.

 

ეს წიგნები ამჟამად მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითა და განათლების ექსპერტებთან, პედაგოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით იქმებოდა. სახელმძღვანელოებში პედაგოგიკური მეცნიერების ყველა მიღწევაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ ეს წიგნები წარმატებით უძლებს დროით გამოცდას და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობის სახელმძღვანელოებს წარმოადგენს.

 

სახელმძღვანელოსთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მასწავლებლის წიგნი (ISBN 978-9941-439-09-4; 212 გვ. 6 ლარი) და ამოცანათა კრებული (ISBN 978-9941-440-58-8 200 გვ. 5.80 ლარი).

 

ამოცანათა კრებული შედგენილია VIII კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და მოიცავს სასწავლო მასალას, რომელიც მასწავლებელმა დამატებითი სამუშაოს ჩასატარებლად შეიძლება გამოიყენოს. წიგნი დაეხმარება მოსწავლეებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარის გაღრმავებაშიც. წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში მას წიგნში არსებული კომენტარები და მითითებები გაუწევს დახმარებას.

 

მასწავლებლის წიგნში წარმოდგენილი ამოცანები დაეხმარება მასწავლებელს დამატებითი დავალებების მისაცემად, დამატებითი მეცადინეობების ჩასატარებლად, მათემატიკური შეჯიბრებებისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად. მასწავლებელმა თავად უნდა აირჩიოს საკითხები, რომელთა შესწავლა მოითხოვს დამატებით ვარჯიშს, მოძებნოს შესაბამისი მასალა ამ კრებულში და გამოიყენოს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.