arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ქიმია IX კლასი
ქიმია IX კლასი
ISBN:
978-9941-439-27-8
კატეგორია:
ქიმია
გვერდები:
192
ფორმატი:
20x28
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


სახელმძღვანელოს შინაარსი დაყოფილია თავებად, თავები პარაგრაფებად. პარაგრაფის სტრუქტურაში გათვალისწინებულია: ტექსტი, დავალებები და სავარჯიშოები, სხვადასხვა სახის დიდაქტიკური მასალა.

 

თითოეული თავის დასაწყისში მოკლედაა ფორმულირებული ამ თავის შესწავლის მიზანი და ამოცანა. თავის ბოლოს მოცემული დავალებები კი ცოდნის განზოგადებასა და სისტემატიზებას უწყობს ხელს.

 

სახელმძღვანელოში გამოყენებულ ყველა სქემას, ცხრილს, გრაფიკს ილუსტრაციას აქვს კონკრეტული დიდაქტიკური დატვირთვა. ის ხელს უწყობს ცნების, მოვლენის არსის ღრმად გააზრებას, გამოკვეთს სისტემის შიგნით არსებულ კავშირებსა და მიმართებებს, წყობასა და სტრუქტურას, ამ სისტემების კავშირს სხვა სისტემებთან.

 

სახელმძღვანელოს ერთვის სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი საცნობარო მასალა. ყველა სახის დავალებას, რუბრიკას, ღონისძიებას აქვს თავისი აღნიშვნა. მოცემულია აღნიშვნები ჯგუფური და წყვილებად მუშაობისათვის.

 

ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოსთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ მასწავლებლის წიგნი (ISBN 978-9941-439-30-8; 204 გვ. 4 ლარი); ქიმიის სამუშაო რვეული (ISBN 978-9941-439-28-5; 96 გვ. 3.8 ლარი); შემაჯამებელი სამუშაო რვეული (ISBN 978-9941-440-71-7; 52 გვ. 4 ლარი); ქიმია – ტესტური დავალებები, ვიმეორებთ, ვემზადებით გამოცდებისათვის, VII-VIII-IX კლასების საკითხების მიხედვით  (ISBN 978-9941-454-81-3; 88 გვ. 5 ლარი); ქიმია, ვიმეორებთ, ვემზადებით გამოცდებისათვის, VII-VIII-IX კლასების საკითხების მიხედვით (ISBN 978-9941-454-78-3; 196 გვ. 7.5 ლარი) და ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებული ქიმიაში VII-VIII-IX კლასების საკითხების მიხედვით.  (ISBN 978-9941-454-79-0; 156 გვ. 6 ლარი).


ავტორის წიგნები
ვრცლად