arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
დღეისდღე
დღეისდღე
ISBN:
978-9941-458-28-6
კატეგორია:
ჩანაწერები
გვერდები:
322
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
6.70


მარიამ წიკლაურის ჩანაწერების ნაწილი პერიოდულად ქვეყნდებოდა ჯერ ქართულ მწერლობაში და შემდეგ ლიტერატურულ გაზეთში საერთო სათაურით დაუწერელი წერილებიდან. ლექსებსა და ლექსებს შორის მოხელთებული პაუზები, თანამედროვეთა შემოქმედებითი პორტრეტები, საინტერესო დაკვირვებები და სიტუაციათა ანალიზი, თემატიკისა თუ ფორმის მრავალფეროვნების მიუხედავად, ამ მასალებს საერთო ღერ­ძისა და სათქმელის ირგვლივ აერთიანებს. დღევანდელობის მძაფრი განცდა, ხან მჭვრეტელი თვალით დაკვირვება, ხან ომში ფიცხელი შებმა, ხან გამოსავლის ძიება, ხან მოვლენებში საკუთარი თანამონაწილეობის აუცილებლობის მიამიტური რწმენა განწყობილებათა მთელ მოზაიკას ქმნის.

 

ფიზიკურ ტკივილამდეა განცდილი ღელვა ჩვენი ასწრაფებული დროის გამო, რომელმაც ლამის ის სივრცეც გააქროს, სამშობლო რომ ჰქვია. სამყაროს შეცნობის ყველა გზა ავტო­რისათვის ადამიანებზე გადის – ამ წიგნის პერსონაჟებზე, რომლებიც თავისი საქმიანობით, ღირებულებებით, ფიქრებით ქმნიან დღეისდღეს. მათგან ერთი თავად მარიამ წიკლაურია...

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად