arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
მოდელი 18/12
მოდელი 18/12
ISBN:
978-9939-51-666-0
კატეგორია:
ქართული ლიტერატურა საზღვარგარეთ
გვერდები:
210
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
მაგარი
ფასი:
0.00


ალბანურ ენაზე ითარგმნა და უახლოეს მომავალში წიგნად გამოიცემა გურამ მეგრელიშვილის რომანი მოდელი 18/12.

 

წარუმატებელი მწერალი თანხმდება მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომლის მიზანია გარკვეული მეთოდიკით (პავლოვის დამუშავებული ვერსია) შეაძლებინოს საშუალო დონის მწერალს დაწეროს მაღალი დონის მხატვრული ნაწარმოები.

 

ექსპერიმენტის უკან ცნობილი ქველმოქმედები Twins and Brothers დგანან. თავის დროზე ისინი აფინანსებდნენ ისეთ უცნაურ ექსპერიმენტებს, როგორიცაა კორნელიუს როუდსის სამედიცინო ექსპერიმენტი, იაპონიაში ჩატარებული გახმაურებული ექსპერიმენტი Fear as motivation და სხვა. არაოფიციალური მონაცემებით, ფირმის Twins and Brothers დამაარსებელი ძმები გულდები იყვნენ, კოცონზე უკანასკნელად დაწვული ქალის, ანა გულდის შვილები, ვინც დედის ფერფლთან ფიცი დადეს, რომ აუცილებლად იძიებდნენ შურს რელიგიური სიბნელის წინააღმდეგ.

 

ძმები გულდების მძლავრმა კონცერნმა თავის დროზე მონაწილეობა მიიღო ნაცისტური რეჟიმის დაფინანსებაში (მოგვიანებით დამხობაში) და ახლა ექსპერიმენტატორები, ნაცისტური რეჟიმისგან განსხვავებით, ეყდნობიან იდეოლოგიას „ფიზიკური ნაკლის მქონდე ადამიანები არათუ მოსაშორებელნი, გამოსაყენებელნი არიან, რადგან მათ მეტი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ“.

 

მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება უნდა დაიყოს არა რასობრივ, ენობრივ, ან რელიგიურ ჯგუფებად, არამედ მენტალურ კლასებად, სადაც დომინანტი სწორედ ის კლასი იქნება, ვინც მენტალურად უკეთესადაა განვითარებული. თუკი ექსპერიმენტი შედგა, მსოფლიოს მოწყობის ახალი მეთოდი სწორედ Twins and Brothers-ისგან დაფინანსდება.
რა შეიძლება მოხდეს, როდესაც სიკეთის სახელით ადამიანზე ძალადობ. როგორია სისტემა, რომელიც უმართავი ხდება. ამ ყველაფერს გურამ მეგრელიშვილის რომანში
მოდელი 18/12 წაიკითხავთ.
 

რომანი წასაკითხად ორმაგად საინტერესოა, რადგან დაწერილია სტილში „როგორ დავწეროთ რომანი“.

 

წიგნს გამომცემლობა Fan Noli გამოსცემს.

 

წიგნი იბეჭდება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.


ავტორის წიგნები
ვრცლად