arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ბროდის ანგარიში
ბროდის ანგარიში
ISBN:
978-9941-458-73-6
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
114
ფორმატი:
14x18
ყდა:
რბილი
ფასი:
8.50


ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ

 

ბორხესი სიტყვაძუნწი მწერალია – წერს ლაკონურად, თანმიმდევრულად, სწორხაზოვნად. ერთ-ერთ მოთხრობაში თავადვე აღნიშნავს, თანმიმდევრული თხრობა წვრილმანებს მეტისმეტად აზვიადებსო. ამ თანმიმდევრული, მეთოდური თხრობის მიუხედავად, ბორხესის ენა პოეზიის ენასთან უფრო ახლოსაა. 1963 წელს პარიზში სტუმრად ჩასულ ბორხესს ახალგაზრდა მწერალი, მაშინ პერუული ლიტერატურის ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი, მარიო ვარგას ლიოსა ესაუბრა. ამ ინტერვიუში ბორხესი ზუსტად განმარტავს საკუთარი შემოქმედების პოეტიკას: „ახლა, ჩემი შემოქმედებითი კარიერის დასასრულს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ერთ ლიტერატურულ ჟანრს ვემსახურებოდი – პოეზიას, რომელიც ხშირად პროზით გამოიხატა“.

 

ბორხესის სხვა ენაზე ამეტყველების სირთულეც სწორედ მისი ენიდან მოდის. რეალურად მთარგმნელი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეინარჩუნოს ამბის გარეგნული „სიცივე“ და ამავდროულად, მკითხველამდე მიიტანოს ის ფარული მღელვარება და ღრმა შინაგანი მელანქოლია, რომელსაც ბორხესის მაგია ჰქვია.

ელ. ვერსია

ავტორის წიგნები
ვრცლად