arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ფიროსმანი
ფიროსმანი
ISBN:
978-9941-466-99-6
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
374
ფორმატი:
20.5x28
ყდა:
რბილი
ფასი:
7.20


„1988 წლის თე­ბერ­ვალ­ში, უკ­ვე ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვან ასაკს კარ­გა გა­და­ცი­ლე­ბულს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გულ­მა მიმ­ტყუ­ნა – მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი მეწ­ვი­ა... გა­დავ­რჩი. საჩ­ქა­როდ თა­ვი მო­ვუ­ყა­რე ორი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დრო­დად­რო ნა­წერს ნი­კო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ; ნა­ირ­გვა­რი სა­ხის მა­სა­ლა და­ვა­ლა­გე, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვა­შა­ლა­ში­ნე და გა­მომ­ცემ­ლო­ბა ნა­კა­დულს გა­და­ვე­ცი. 1990 წელს გა­მო­ვი­და კი­დეც ჩე­მი წიგ­ნი ჩვე­ნი ნი­კა­ლა. წიგ­ნის ჟან­რი არ გან­მი­საზღ­ვრავს; მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მოთხრობები, ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, ნარ­კვე­ვე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი ექ­სკურ­სე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ო­ბი­თი გან­სჯა...

 

მას შემ­დეგ კარ­გა დრომ გან­ვლო და ნელ­-ნე­ლა ნი­კოს ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მის სხვა­დას­ხვა მხა­რი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი უამ­რა­ვი ნა­მუ­შე­ვა­რი და­მიგ­როვ­და; მა­თი ნა­წი­ლი ჟურნალ-გა­ზე­თებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ორჯერ გამოიცა წიგნადაც. ამ­ჯე­რად გან­ვიზ­რა­ხე ძვე­ლი და საკმაოდ დიდი გამოუქვეყნებელი ახა­ლი მა­სა­ლის ერ­თად თავ­მოყ­რა, ძვე­ლის ნა­წი­ლობ­რივ გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ყვე­ლაფ­რის ერთ წიგ­ნად გა­მო­ცე­მა. დიდ­ხანს ვარ­ჩევ­დი კომ­პო­ზი­ცი­უ­რი წყო­ბა­-ა­გე­ბუ­ლე­ბის, სა­თა­უ­რის, ჟან­რობ­რი­ვი გან­საზღ­ვრის ვა­რი­ან­ტებს; ბო­ლოს, გა­დავ­წყვი­ტე, და­მე­ბეჭ­და სა­ხელ­წო­დე­ბით: ფიროსმანი. (ავტორის წინასიტყვაობიდან)

გარეკანზე გამოყენებულია ზეზვა საღლიანის ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი.


ავტორის წიგნები
ვრცლად