arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ლექსების ალბომი
ლექსების ალბომი
ISBN:
976-9941-466-54-0
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
72
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
5.00


„ვიქტორ გაბესკირია უმთავრესად სურათით აზროვნებდა. თითქმის მისი ყველა ლექსის ილუსტრაციის დახატვა შეიძლება“. ეს სიტყვები აკაკი ბაქრაძეს ეკუთვნის და სწორედ მაშინ დაიბადა ეს იდეა – მისი ლექსები სურათებით წარმომეჩინა, დამესურათხატებინა. ამ იდეამ იმდენად შემიპყრო, რომ თითქმის სამი წლის მანძილზე ინტერნეტსა თუ სხვადასხვა ალბომებში „ხეტიალის“ შედეგად შეიქმნა ეს წიგნი – სიტყვითა და ფერით გადმოცემული შთაბეჭდილებები. ბედნიერად ჩავთვლი თავს, თუ შევძელი გადმომეცა პოეზიისა და სახვითი ხელოვნების ურთიერთმიმართება, მათ ერთიან ორგანიზმად წარმოჩენა, შევეცადე არ დაკარგულიყო ის თავისებური, მხოლოდ ვიქტორ გაბესკირიასათვის დამახასიათებელი ნახევარტონები, „მშვიდი სუნთქვა და ხმადაბალი, ფიქრიანი სიმღერა“. თითოეულ ლექსს თან ახლავს როგორც უცხოელი (ვან გოგი, მონე, ტერნერი, კუინჯი, აივაზოვსკი, სეზანი და სხვ.), ასევე ქართველი მხატვრების (დ. კაკაბაძე, ე. ახვლედიანი, ლ. გუდიაშვილი, ე. კალანდაძე, ნ. ფიროსმანი, რ. თორდია, ი. ფარჯიანი, თ. მირზაშვილი, ზ. ბეჭვაია, ლ. დადიანი და სხვ.) სიუჟეტურად მისადაგებული ილუსტრაციები. გამოყენებული იქნა ასევე ფოტოხელოვანების – გ. ჩანადირის, რ. თოლორდავას, თ. ტურაბელიძის, დ. სარალიძის, ა. გუჩმანიძის მხატვრული ფოტოები. (ციცი გაბესკირიას წინასიტყვაობიდან)


ავტორის წიგნები
ვრცლად