arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ნოსტალგია
ნოსტალგია
ISBN:
978-9941-470-02-8
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
36
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
14.40


1994 წელს მე, ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული და კიდევ რამდენიმე მუსიკოსი კელნში Svan Song-ის ჩასაწერ სტუდიაში შევიკრიბეთ.
 
Svan Song-ი – ირაკლის პირველი ალბომი, სვანი კი ირაკლის მეფემდელი ალტერ ეგო იყო.
 
ალბომის ყველა სიმღერა დღეს ჰიტია, მაშინ კი ძალიან ვღელავდით – პირველად ევროპაში დაგვპატიჟეს, სერიოზულ სტუდიაში. ეს იმ დროისთვის წარმოუდგენელი პროექტი იყო.
 
ამის შემდეგ კელნში კიდევ ერთი თვე დავრჩი ლუკა ლასარეიშვილთან, შემდეგ კი პარიზში წავედი ავტოსტოპით.
 
პარიზში გელა წულაძეს სტუდია ჰქონდა, სადაც მისი უფროსი ძმა და ჩემი მეგობარი ლუკა წულაძე ცხოვრობდა.
 
კელნამდე მე და ირაკლი უკვე ერთად ნამყოფი ვიყავით ბერლინში, სადაც გამოვედით ლიტერატურულ სახლში, მაიაკოვსკის მოედანზე. გამოსვლისთვის საგანგებოდ ვათარგმნინეთ რამდენიმე ლექსი გერმანულად. სწორედ ეს ლექსები და ორი თარგმანი მე და გელამ ვაქციეთ წიგნად, რომელიც 48-ფურცლიან რვეულში, გერმანელი მხატვრის, მორის გოცეს ნახატებით კოლაჟის სტილში ავწყვეთ.
 
შარშან, ლუკას გარდაცვალების შემდეგ, გელამ მთელი არქივი ჩამოიტანა პარიზიდან. ეს რვეულიც მაშინ აღმოაჩინა და მე გადმომცა.
 
ძალიან გამიხარდა: ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი ლექსებია და თან კარგად ასახავს 90-იანი წლების თბილისს. 
 
რაც შეეხება წიგნის სახელს – ნოსტალგია, ინეკე სმიტისა და ტატო კოტეტიშვილის ფილმის გამოხმაურებაა. ის ზუსტად 90-იან წლებშია გადაღებული – მთელი სურათის განმავლობაში ვკითხულობ ლექსებს და თან დოკუმენტური კადრების ფონზე ვყვები, რა ხდებოდა საქართველოში და უმთავრესად, თბილისში.
 

ავტორის წიგნები
ვრცლად