arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
 ისევ სულუქცევრად საკითხავნი
ისევ სულუქცევრად საკითხავნი
ISBN:
978-9941-470-22-6
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
268
ფორმატი:
16x19
ყდა:
რბილი
ფასი:
16.00


სოფელ საბეროში, ახმეტის გარეუბანში, ვაჟა-ფშაველას საკუთარი ვენახი ჰქონია; ჰყოლია მეზვრეც – გამრჯე ფშაველი ძოძია პაარგაშვილი.
 
ყურძნის მოსავალი ღია ცისქვეშ მიწაში ჩაგდებულ ქოცოებში – მომცრო ქვევრებში ძელგდებოდა  და ინახებოდა. იქვე, მეზობლად, უცხოვრია პოეტის ნაცნობ ლევან ბაიაშვილს, ვისთვისაც ძოძიას,  მოგვიანებით, ორი ვაჟასეული ქვევრი უჩუქებია...
 
ჩარგლიდან  ახმეტაში  ცხენის  ქევქევით  ჩამოსული  ვაჟა  თავის  ვენახში  შეივლიდა,  იქაურობას  მოათვალიერებდა, ღობის გასწვრივ ჩარიგებულ კაკლებსა და ქლიავებს მიეალერსებოდა, მეზვრეს  მოცადობას მოუწონებდა, ხანდახან ღამესაც ვენახში გაათევდა, ტევად ტიკებს კახურით აავსებდა,  მუხლად საფერხეს საპალნეს აჰკიდებდა და თიანეთის გავლით კვლავ მთაში აბრუნდებოდა...
 
ჩამორეკდა  სახატო-რელიგიურ  დღეობათა  დაწყების  მაუწყებელი  ზარი;  ტრადიციისამებრ  აღი-ნიშნებოდა ლაშარობა, აფხუშოობა, ცაბაურთობა, კოპალობა, ღვთისმშობლობა. და ვაჟაც, თავისი  ზედაშითა და სანთელ-საწირით, ყოველთვის იქ იყო, სადაც საუფლო ჟამის საკრალური რიტუალები  ტარდებოდა, ხემხვივანების სიგრილიდან ხევისბრის ხმა ისმოდა და ღაჭაურას მუზარადით ველობა-ლაშქრობაში ამოწყვეტილ ფშაველ პიროფლიანთა შესანდობარი წარმოითქმოდა...
 
ულმობელ  დროთა  დაუდგრომელმა  დინებამ  ბევრი  რამ  გასაარაფრებლად  გაიმეტა,  წაშალა,  გადარეცხა და გაატიალა, ხოლო ვაჟა-ფშაველას მემორიალურ ნივთთა ძალზე მწირ ჩამონათვალს,  აგერ, ახლახან, ერთიც მიემატა: საბეროში, ლევან ბაიაშვილის კარმიდამოში მიკვლეული ვაჟასეული  ქვევრი, რომელსაც დღეიდან უყურადღებობისა და დაკარგვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

ავტორის წიგნები
ვრცლად