arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
პორტრეტები XIX საუკუნე
პორტრეტები XIX საუკუნე
ISBN:
978-9941-470-27-1
კატეგორია:
კრიტიკა-ესეისტიკა-დოკუმენტური პროზა
გვერდები:
276
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
12.00


ჩემი დიდი ვნება, საკუთარი საქმიანობით გამტკიცებული–არქივებში ხეტიალის გამო ახალი ფურცლების აღმოჩენაა. აი, ადრე დაწერილი და მივიწყებული წიგნების. სულ სხვა განცდაა და ცოდნაა ამგვარ ტექსტებში, სულ სხვა ვნება – დაძველებულ ღვინოსავით არის. მით უფრო საინტერესო და მიმზიდველია ტექსტი, თუ ის ნაკლებად ცნობილ ან სულაც უცხო ამბებს ეხება.
 
წინ სწორედ ამგვარი ესეების კითხვის სიამოვნება გელით. მედეა მაღალაშვილის (1929-1989) მხატვრული ესკიზები ერთი მნიშვნელოვანი გასაღები იქნება ჩვენი ლიტერატურის და არამარტო ლიტერატურის ისტორიისთვის. ეს ისტორია იმაზე უფრო მდიდარი და საინტერესოა, ვიდრე ხანდახან გვგონია ხოლმე. ის ე. წ. მეორადი სახელები, ხშირად უსაფუძვლოდ რომ გადაგვისროლია მივიწყების მორევში, აუცილებლად ხელახლა აღმოსაჩენია.
 
კარგი სტილით და გემოვნებით, ცოდნით და სწორი სელექციით მედეა მაღალაშვილი ბევრ კარზე მიგაკაკუნებინებთ: ორბელიანები, მირზაჯანა, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ნაცნობ-მეგობართა წრე, „მერანის“ გენეზისი, ძალუა ქეთევანი, და სხვა ბრწყინვალე ესეები უცნობ და საინტერესო სასახლეებში მოგზაურობას გპირდებათ. (გიორგი კეკელიძე)

ავტორის წიგნები
ვრცლად