arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
2 რომანი
2 რომანი
ISBN:
978-9941-466-64-9
კატეგორია:
ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:
212
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
14.00


ფრანგულიდან თარგმნეს დალია იაშვილმა და ეკატერინე ენუქიძემ

 

უცნობი ქალი და პატარა სამკაული პატრიკ მოდიანოს გახმაურებული რომანებია. მათ ბევრი საერთოც აქვთ, უპირველესად კი – ქალის ბედისწერა, თავგადასავალი, რომელიც სამყაროს ფემინური ნაწილის უზუსტეს შრეებზე, ნაცნობ თუ უცნობ სიღრმეებზე მიგვანიშნებს.

 

უცნობი ქალი სამი ქალის მონოლოგისგან შედგება. სამივე გმირი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, თხრობისას კი საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს. თავად პატრიკ მოდიანო წერს: „გასაგებია, რომ სამივე მათგანი წარსულს იხსენებს. თუმცა არავინ იცის, სად იმყოფებიან ისინი ამჟამად – როცა ამ წარსულზე ყვებიან, –  რა მოხდა ამ ისტორიების შემდეგ, რისი გადალახვა მოუწიათ... გაუგებარია, საიდან ისმის ეს ხმები – ერთდროულად ასე შორეულიც და ახლობელიც... და რაც უფრო შეუძლებელია მათი დაკავშირება მათსავე აწმყოსთან, ან მომავალ ბედთან,  მით უფრო ცხადი ხდება – ეს მონათხრობები ერთგვარი ყინულის ნატეხებია, რომლებიც ხან ფანტაზიის, ხან კი სიზმრების მორევში წრეზე ცურავენ...“

 

პატარა სამკაული – ასე შეარქვეს რომანის გმირს ბავშვობაში, ახლა კი ის 18 წლისაა და ხმაურიან მეტროში შემთხვევით გადააწყდება დედას, რომელიც ათი წლის წინ მაროკოში დაიღუპა... ეს შეხვედრა  საბედისწერო მომენტია ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში, რომელიც წარსულის გახსენებით მომავლის იდეას ეხება.


ავტორის წიგნები
ვრცლად