arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ზაფხული მწუხრის წინ
ზაფხული მწუხრის წინ
ISBN:
978-9941-470-36-3
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
298
ფორმატი:
14.8x21
ყდა:
რბილი
ფასი:
15.00


ინგლისურიდან თარგმნა მაია ცერცვაძემ
 
ზაფხული მწუხრის წინ ინგლისელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის დორის ლესინგის რომანია, რომელიც მან 1973 წელს დაწერა.
 
დორის ლესინგი საკმაოდ ნაყოფიერი შემოქმედია. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ რომანს, მოთხრობას, პიესას, პუბლიცისტურ წერილს. განსაკუთრებით ცნობილია მისი ხუთი რომანი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“, რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონა წილეობის პერიპეტიებია ასახული.
 
ზაფხული მწუხრის წინ  – ესაა წიგნი ქალზე, მისი სულის რხევებზე, ემოციებსა და სურვილებზე, მის როლზე ოჯახსა და თანამედროვე სამყაროში. რომანის მთავარი გმირია კეიტ ბრაუნი, ორმოცდახუთი წლის სიმპათიური, მომხიბვლელი ქალი, ოთხი მოზრდილი შვილისა და პატივცემული ექიმის მეუღლე. მან მთელი ცხოვრება დიასახლისობას, შვილების აღზრდასა და ქმარს მიუძღვნა. ერთხელაც იგი მთელი საშინელებით აცნობიერებს, რომ მისი სიტყვები და ფიქრები სხვა არაფერია, თუ არა მოარული კლიშეები და სტერეოტიპები, ხოლო გრძნობები, რომელიც ეუფლება, მის სიტყვებსა და აზრებს სულაც არ ესადაგება. და ერთ ზაფხულს, მისი ცხოვრების მწუხრის დაწყების წინ, ქალი გადაწყვეტს შეაჯამოს თავისი რეფლექსიები, გააკეთოს დასკვნა და ცხოვრება თავიდან დაიწყოს.

ავტორის წიგნები
ვრცლად