arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
წიგნი
ფსიქოტროპული ფოიერვერკი
ფსიქოტროპული ფოიერვერკი
ISBN:
978-9941-458-43-9
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები:
84
ფორმატი:
12.5x17
ყდა:
რბილი
ფასი:
0.00


„ბესო პაპასქუას „ფსიქოტროპული ფოიერვერკი“ ერთ-ერთი ის რომანია, სადაც სინამდვილესა და გამონაგონს შორის ზღვარის გარჩევა ძნელია და, საერთოდ, ჩანს, ეს არც არის ავტორის მიზანი. აქ, ყველაფერთან ერთად, თითქოს ისევ წამოიჭრება საკითხი, სამყარო რეალურია თუ ის ჩვენი წარმოდგენის ნაყოფია – როგორც ბუდისტურ ლეგენდებში ან ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაშია. რომანში არც დროა კონკრეტული, მაგრამ მინიშნებებით შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ მასში მოთხრობილია სამოქალაქო ომის და მისი შემდგომი მოვლენები. სიუჟეტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მთხრობელი არის პერსონაჟი (ან პერსონაჟები), რომელიც (რომლებიც) სამოქალაქო დაპირისპირების ნიადაგზე, დანაშაულს ჩაიდენს და ხილულ სამყაროს ლიტერატურის სამყაროში გაურბის.
 
ლიტერატურაში ცნობილია იმ ტიპის თხრობა, როდესაც ავტორი და პერსონაჟი ინტერაქციაში შედიან ერთმანეთთან – დაწყებული პირანდელოდან, მიგელ დე უნამუნოს „ბურუსით“ დამთავრებული. ამავე დროს, რომანმა, თავისი სიურრეალობით და ესკაპიზმით, შეიძლება მიშელ გონდრის „ძილის მეცნიერება“ ან იან კომასას „თვითმკვლელობის ოთახი“ გაგვახსენოს.
 
მთელი რომანი, ვიზუალურობის გამო, შეგვიძლია კინოს შევადაროთ და ერთგვარი კინოპოეზია ვუწოდოთ. მით უმეტეს, რომ აქ ძალიან შთამბეჭდავია ბავშვის თვალით დანახული ომი, რომლის მსგავსიც ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება – პოეტური და, იმავდროულად, სასტიკი, როგორც პრიმიტივისტი მხატვრების შემოქმედებაში“, გაგა ლომიძე

ავტორის წიგნები
ვრცლად