arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
სიშიშვლის დეტექტორი
სიშიშვლის დეტექტორი
ISBN:
9789941470592
კატეგორია:
თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები:
106
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
10.00


„სიშიშვლის დეტექტორი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე პოეტური კრებულია. მათგან ერთი – Wir, die Apfelbäume („ჩვენ, ვაშლის ხეები“) გერმანულ ენაზე გამოიცა გერმანიაში 2016 წელს. 

ახალ კრებულში შესული ლექსები ბოლო ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული ეს ნაწილი ერთგვარი თემატური ნიშნითაა შედგენილი, თუმცა ამგვარი დანაწილება პირობითია, რადგან ეს ერთი პოეტის თვალით დანახული და სიტყვით გადმოცემული სამყაროა – მთლიანი და მრავალფეროვანი. 

ესაა ამბები თანამედროვე ადამიანის შესახებ, რომელიც თითქმის სულ ცაიტნოტშია, მუდამ გზაშია, და ამ გზიდან გაჰყურებს მისთვის ძვირფასსა და მნიშვნელოვანს. ლექსების დრამატურგიულ აგებულებას ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს: ლექსის სათქმელი მის დასაწყისშივეა მონიშნული. მერე, სტრიქონებში გამეორებების და ვარიაციების მეშვეობით, განცდის ინტენსივობა უფრო და უფრო მატულობს და სასურველი ნიშნულის მიღწევის შემდეგ ლოგიკური (ხშირად – მოულოდნელი) ფინალით სრულდება.

წიგნში დომინანტი ფერი მუქი წითელია. მასში ბევრი რამ იგულისხმება: წარსული, ოჯახი, ბავშვობა, ქვეყანა და ადამიანები; სიყვარული, ფიქრები და იმედგაცრუება... და ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი ნოსტალგია – ისიც მეწამულად შეფერილი, მკვეთრი და თანამდევი – ლექსების უმრავლესობა ხომ პოეტის უცხოეთში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი.


ავტორის წიგნები
ვრცლად