arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
წიგნი
აღქმის კარები. სამოთხე და ჯოჯოხეთი
აღქმის კარები. სამოთხე და ჯოჯოხეთი
ISBN:
978-9941-470-91-2
კატეგორია:
ახალი თარგმანები
გვერდები:
206
ფორმატი:
A5
ყდა:
რბილი
ფასი:
15.00


ინგლისურიდან თარგმნა ლევან ღამბაშიძემ
 
თქვენ წინაშეა დიდი ინგლისელი მწერლის, ფილოსოფოსისა და ინტელექტუალის, ოლდოს ჰაქსლის ორი მცირე ესეი – „აღქმის კარები“ (1954) და „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ (1956). ეს ესეები ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გამომწვევი აღმოჩნდა ჩვენი თანამედროვე კულტურის ჩამოყალიბებისათვის.
 
 
წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელიური თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარესამყაროს შესწავლის შესაძლებლობა. ამასთან, უამრავი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ჰაქსლი ცდილობს ხელოვნების ქმნილების დანიშნულების განსაზღვრასაც, რომელიც განსხვავდება ყველა იმ განსაზღვრებისაგან, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ერთი სიტყვით, თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ ყურადღებიან მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება – თითოეული ხელოვნების ქმნილება, თითოეული საგანი ჩვენ გარშემო, საკუთარი თავიც კი. ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

ავტორის წიგნები
ვრცლად